როგორი იქნებოდა ლა ლიგის ცხრილი, რომ არა მსაჯების შეცდომები
ლა ლიგის ცხრილს, მიმდინარე სეზონში, სრულიად განსხვავებული შეხედულება ექნებოდა, რომ არა მსაჯების შეცდომები. თუ ყველაფერს რეალურად შევხედავთ, მაშინ ცხადი იქნება, რომ "ბარსელონა" ახლა ცხრილის სათავეში, კომფორტულად უნდა ლიდერობდეს.
უფრო კონკრეტულად, ქვემოთ ვისაუბრებთ:
უკვე ჩატარდა 20 ტური. აქედან "ბარსელონას" მიერ გამართული 5 მატჩის შედეგში, არბიტრებმა იმოქმედეს. აქედან, 4 ქმედება "ბარსელონას" საწინააღმდეგოდ იყო ("მალაგას", "სელტას", "ვილიარეალის" და "ბეტისის" წინააღმდეგ), ხოლო 1 "ბარსას" სასარგებლოდ ("სოსიედადთან").
ანუ, "ბარსელონამ" დაკარგა 7 ქულა და მოიპოვა ერთი მსაჯების შეცდომების გამო. "ბარსას" უნდა ჰქონოდა, 48 ქულა, 42-ის ნაცვლად.
მადრიდის "რეალის" შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა. რბილად რომ ვთქვათ, "რეალს" "აჩუქეს" ქულები "მალაგასთან", "სელტასთან", "დეპორტივოსთან" და "ვილიარეალთან". ეს ნიშნავს, რომ ახლა "რეალს" წესით, 39 ქულა უნდა ჰქონდეს.
"ბეტისთან" არჩათვლილი 100%-იანი გოლის გამო, თავიდან დაიწყო დებატები იმის თაობაზე, რომ ლა ლიგაში უნდა დაინერგოს ის ტექნოლოგია, რომელიც პრემიერ ლიგაში, სერია ა-ში, ჰოლანდიის ერედივიზიონში და სხვა ჩემპიონატებში არსებობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]