ინიესტას შესაძლებლობები
შეიძლება ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. ის ფეხბურთის გენიაა. ის აკეთებს შესანიშნავ პასებს, ატყუებს მოწინააღმდეგეს, ასევე შესანიშნავად მოქმედებს მოედნის სხვადასხვა მონაკვეთზე. ეს ანდრეს ინიესტაა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში აჩვენებს საუკეთესო თამაშს.
9 მატჩი, 732 წუთი
ამ სეზონში ინიესტამ ”ბარსას” 10 ოფიციალური თამაშიდან 9-ში მონაწილება მიიღო. 8-ჯერ ის მოედანზე ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა. პრიმერას პირველ ტურში საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამის გარდა მისი შესრულებისთ ვნახეთ მოქნილება მოძრაობისას, შესანიშნავი მოქმედება ერთი ერთზე, სიმსუბუქე დრიბლინგისას და რა თქმა უნდა ელეგანტური პასები. ეს ანდრეს ინიესტას საუკეთესო ვერსიაა.
წინა სეზონში 223 წუთი
ინიესტამ უკან დატოვა შარშანდელი ტრავმები, რომელიც მას ხელს უშლიდა მოედანზე გასვლაში და თამაშში. შარშან საწყის 11 მატჩში მან 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. აქედან ძირითადში მან 2-ჯერ ითამაშა.
მაგალითი მრავალფუნქციურობის
ინიესტა მაგალითია მოკრძალების და სტაბილურობის. ის 100%-ით გახდა გვარდიოლას გუნდის ძირითადი მოთამაშე. თუკი საჭირო ხდება ის ჩავის და მესის პოზიციაზეც თამაშობს და მათ მოვალეობებს წარმატებით ასრულებს. გამოდის, რომ ანდრესი ნახევარდაცვის და შეტევის პოზიციებზე წარმატებით ასპარეზობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]