მარკ ბარტრას იდეალები პუიოლი და პიკე არიან

მარკ ბარტრას იდეალები პუიოლი და პიკე არიან

მარკ ბარტრა: ჩემი იდეალები კარლეს პუიოლი და ჟერარდ პიკე არიან.

გამარჯობა მარკ
 - კვირას შენ ჩაატარე მატჩი ”კორდობას” წინააღმდეგ. შენი აზრით რატომ ვერ მოიგო გუნდმა თამაში?

- ვფიქრობ ”კორდობასთან” მატჩში უგოლო წაგებაზე მეტი დავიმსახურეთ, თუმცა მათ შეძლეს და შეცდომები დაგვაშვებინეს. მატჩის დროს გუნდი კაცნაკლული დარჩა, ამ დივიზიონში რთულია გუნდს მოუგო, როცა ათკაცა ხარ. მატჩით მაინც კმაყოფილი ვარ. ამ თამაშმა დიდი გამოცდილება მოგვცა.

- ბევრი არ ელოდა, რომ 6 ტურის შემდეგ ”ბარსა ატლეტიკი” ასე მაღალ პოზიციაზე იქნებოდა. თქვენ ხო დებიუტანტები ხართ. რა არის წარმატების საიდუმლო?

 - არავითარი საიდუმლო არ გვაქვს. წარმატება მოდის მაშინ, როცა თავდაუზოგავად ვარჯიშობ და მოედანზე ბოლომდე იხარჯები.

 - შენ მოგიწია როგორც ლუის ენრიკესთან, ასევე პეპ გვარდიოლასთან ერთად ვარჯიში. რა განსხვავებაა მათ შორის?

 - ლუისსაც და პეპსაც ფეხბურთის ერთნაირი ხედვა აქვთ. ამაში ერთმანეთს გვანან, ხასიათი მათ განხვავებული აქვთ. ორივე მათგანი სასარგებლო რჩევებს გვაძლევს და ძალიან ღელავენ ჩვენს გამო.

 - ”ბარსელონაში” შენ 11 წლიდან ხარ. რა მოგცა ”ლა მასიამ”?

 - ”ბარსელონაში” გატარებულ 9 წელში ბევრი რამ ვისწავლე. აქ ბავშვობიდან ისეთივე სტილით თამაშს გვაჩვევენ, როგორსაც მთავარი გუნდი თამაშობს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს თამაშით ვისიამოვნოთ.

 - შენ ყოველთვის დაცვაში თამაშობ. მწვრთნელებს სხვა პოზიციაზე არ გაუსინჯიხართ?

 - თავიდან ნახევარმცველად ვთამაშობდი, მაგრამ მაინც დაცვითი ფუნქციები მქონდა უკეთესი. ბოლოს დაცვაში თამაში დავიწყე. რომელიმე მატჩში მსურს ნახევარმცველად ვითამაშო.

 - რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე მოხერხებულად?

 - ყველაზე კარგად თავს დაცვის ცენტრში ვგრძნობ. ასევე კარგად ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

 - 14 თებერვალს შენ დებიუტი გქონდა ”ბარსას” ძირითად გუნდში. როგორი შეგრძნება იყო?

 - ეს აუღწერელი შეგრძნებაა. ეს დასამახსოვრებელი დღეა ჩემთვის. ამ დღისკენ მე დიდი ხანი მივდიოდი. ბავშვობიდან ბევრს ვმუშაობდი ამისთვის და როცა ეს დღე დადგა, გამახსენდა ჩემი წვალება და სიამაყით ავივსე.

 - ამ დროისთვის ”ბარსაში” ბევრი ნიჭიერი მცველია. კონკურენცია ძალიან დიდია?

 - ეს უფრო ძლიერებს გვხდის. კონკურენციის გამო უფრო მეტს ვარჯიშობთ.

 - როგორ აღწერდით თქვენს საუკეთესო თვისებებს?

 - საუკეთესო თვისება? მე მიყვარს ბურთის კონტროლი. გამოვყოფდი მეორე სართულზე თამაშს.

 - თქვენი კუმირი ვინ არის?

 - ჩემი იდეალები კარლეს პუიოლი და ჟერარდ პიკე არიან.

დოსიე:
სრული სახელი: მარკ ბარტრა არეგალი
დაბადების თარიღი: 15/01/1991
მოქალაქეობა: ესპანეთი
სიმაღლე: 184 სმ
პოზიცია: ცენტრალური მცველი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.