რაფინია: "ჩემი სამოდელო კარიერა დასრულდა"
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ბრაზლიელმა ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ "ბილბაოსთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ სასაცილო კომენტარი გააკეთა.
"მადლობა თანადგომისთვის და იმ შეტყობინებებისთვის, რაც თქვენგან მივიღე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მწვანე მინდორს მალე დავუბრუნდები. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი სამოდელო კარიერა დასრულდა." - წერს რაფინია საკუთარ Twitter-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ბრაზილიელი საჰაერო ორთაბრძოლაში საკუთარ თანაგუნდელს, ტერ შტეგენს შეეჯახა და წარბი საკმაოდ დიდზე გაიტეხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]