ენრიკე: "ბარსელონა" "ატლეტიკოს" დამარცხებას აპირებს, გულხელდაკრეფილი არ ვიჯდებით"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის თასის 1/2 ფინალის მატჩის მოლოდინები გაგვიზიარა, სადაც კატალონიური კლუბი მადრიდის "ატლეტიკოს" საშინაო არენაზე დაუპირისპირდება. პირველი მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
"ატლეტიკოს" შანსი აქვს, ისინი ამის გამოყენებას შეეცდებიან. მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გულხელდაკრეფილი ჯდომას არ ვაპირებთ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.
გულშემატკივრები? ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანნი, პრიორიტეტულები არიან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება.
ნეიმარი? ამ ფეხბურთელის დონე ძალიან მაღალია. ის ნამდვილად კარგი იყო, როდესაც აქ მოვედი და დღითიდღე უკეთესი ხდება." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]