ენრიკე: "სუარესზე აპელაციას ვეთანხმები, მაგრამ გაიხსენეთ, რითი დასრულდა მსგავსი აპელაციები"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. კატალონიურმა კლუბმა, ლუის სუარესის მეორე ყვითელ ბარათზე აპელაცია შეიტანა.
"მე ვეთანხმები აპელაციას, მაგრამ თუ წინა ანალოგიურ პრეცენდენტებს შევეხებით, ვნახავთ, თუ რითი დასრულდა ეს ყველაფერი. ფინალი მაისში შედგება და ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს, რათა მოვიფიქროთ, თუ ვისით შევცვალოთ ლუისი.
ცუდია, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელები ფინალს გამოტოვებენ, მაგრამ ეს არის ის, რაც ფეხბურთში ხდება. მსაჯმა ჩათვალა, რომ სუარესმა და რობერტომ მეორე ყვითელი ბარათები დაიმსახურეს.
რაც შეეხება სერხის, ის სამჯერ ჩაერთო ორთაბრძოლაში და ორჯერ მიიღო გაფრთხილება. მე ვფიქრობდი, რომ ის შემეცვალა. ჩვენ გვესმოდა, რომ მას, შესაძლოა, მეორე გაფრთხილება მიეღო, მაგრამ დროულად რეაგირება ვერ შევძელით."
გულშემატკივრებზე:
"ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ასეთ მატჩში, როგორიც "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მათ ჩვენს მეტოქეებზე ზეწოლა მოახდინეს. ჩვენ გვსურს ესპანეთის თასი გულშემატკივრებს მივუძღვნათ, რადგან მათი წყალობით ასე შორს გავედით. ჩვენ კვლავ ფინალში ვართ და ამით მოხარულები ვართ. ეს რთული გზა იყო, რადგან ყველა ჩვენმა ოპონენტმა უსიამოვნებები მოგვიტანა." - განაცხადა ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]