რატომ გადავიდა ფიგუ "ბარსელონადან" "რეალში"?
"ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა, ლუიშ ფიგუმ, რომელსაც, მადრიდულ გუნდში გადასვლის გამო, კატალონიაში მოღალატედ მოიხსენიებენ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ტრანსფერზე ისაუბრა.
"როცა მოთამაშე გრძნობს, რომ გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილის მიუხედავად, მას ხელმძღვანელობა არ აფასებს, წასვლაზე ფიქრდება, თუ, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი შემოთავაზება აქვს. სწორედ ეს მოხდა ჩემ შემთხვევაში.
საუბარია ხელმძღვანელობაზე და არა გულშემატკივრებზე. "რეალში" ტრანსფერზე გავლენა მხოლოდ ფინანსურ საკითხებს არ მოუხდენია. გარკვეულ მომენტში ვიგრძენი, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა."-ამბობს ფიგუ AS-თან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]