მორიენტესი: "არასდროს არ ვიტყვი, რომ მესის თამაში არ მომწონს"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფერნანდო მორიენტესმა კრიშტიანუ რონალუსა და ლიონელ მესის შორის პარალელი გაავლო. ესპანელმა არჩევანი პორტუგალიელის სასარგებლოდ გააკეთა და აღიარა, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ თამაშის ხარისხზე არ არის დაფუძნებული.
"ჩემთვის რონალდუ ყოველთვის მესიზე ძლიერი იქნება, რადგან ის "რეალის" მოთამაშეა. არასდროს არ ვიტყვი, რომ არგენტინელის თამაში არ მომწონს. ლეო გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ კრიშტიანუმ მრავალი ბედნიერი წუთი გვაჩუქა.
ვფიქრობ, რომ "რეალის" წარმომადგენლების მხრიდან მესის რონალდუზე მაღლა დაყენება უპატივცემულობა იქნება. პორტუგალიელმა გვაჩვენა ის, რაც აქამდე "სამეფო კლუბის" არცერთი ფორვარდისგან არ გვინახავს. კრიშტიანუ პატივისცემასა და აღიარებას იმსახურებს."-ამბობს მორიენტესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]