Don Balon: "ბარსელონამ" საბოლოო სამეული ჩამოაყალიბა
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის ენრიკეს კატალონიის "ბარსელონადან" წასვლა სავსებით შესაძლებელია, რის გამოც "ბლაუგრანა" 46 წლის სპეციალისტის შემცვლელს ეძებს.
წყაროს თანახმად, "ბარსელონას" 3 პრიორიტეტული ვარიანტი აქვს: ერნესტო ვალვერდე ("ატლეტიკი"), ეუსებიო საკრისტანი ("სოსიედადი") და ლუის ენრიკეს ასისტენტი ხუან კარლოს უნსუე.
ადრე მედიამ ხორხე სამპაოლი და რონალდ კუმანი "ბარსელონას" არაერთხელ დაუკავშირა, მაგრამ როგორც ჩანს კატალონიური კლუბი მათთან კონტრაქტის გაფორმებით დაინტერესებული აღარაა.
Radio Marca-ს მიხედვით, ლუისი სეზონის ბოლოს აპირებს წასვლას, რადგან დაიღალა და მოთამაშეების მხარდაჭერას აღარ გრძნობს. ფორმალურად, მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აპრილში დაიწყება, მაგრამ ცოტაა იმის შანსი, რომ პროცესი წარმატებით ჩაივლის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]