დღეს რაფინიას დაბადების დღეა
დღეს კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტოს, იგივე რაფინიას, 24 წელი შეუსრულდა.
რაფინია 1993 წელს ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში დაიბადა. მან ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა 2006 წელს "ბარსელონაში" დაიწყო.
ახალგაზრდა ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ გუნდში 2011 წლიდან ირიცხება. იჯარის წესით მას ერთი სეზონი გატარებული აქვს ვიგოს "სელტაში".
"ბლაუგრანაში" რაფინიამ 3 ლა ლიგა, 3 სამეფო თასი, 2 ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი და 2 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]