ვერატი: "ბარსელონაში" გადასვლა? მომავალზე არ ვფიქრობ"
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბარსელონასთან" გასამართი პირველი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
"ბარსელონა" კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ამჟამად პსჟ-ში ვიმყოფები, მომწონს მისი პროექტი, თავს ვგრძნობ, როგორც სახლში, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა "ბარსელონაში" თამაშს.
"ბარსას" მსოფლიოს 3 საუკეთესო თავდამსხმელი და ინიესტაც ჰყავს. ადრე იყო ჩავი - ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი. ასეთი ფეხბურთელის დანაკლისი შესამჩნევია. სასიამოვნია, რომ მას მადარებენ. ეს მაიძულებს კიდევ მეტი ვიმუშავო.
"ბარსელონაში" გადასვლა? აწყმოზე ვფიქრობ და არა მომავალზე", - აცხადებს ვერატი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]