მესიმ კრიტიკას უპასუხა

მესიმ კრიტიკას უპასუხა

როგორც იცით, არგენტინის ნაკრები დღეს გამართავს ამხანაგურ შეხვედრას იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ. სამხრეთ ამერიკელების ბოლო ვარჯიშის შემდეგ ლიონელ მესიმ განაცხადა:

"მე აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ რაღაც მაქვს დასამტკიცებელი". ეს იყო პასუხი იმ ხალხის მისამართით, ვინც უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს მას.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ ასევე დაიცვა საკუთარი შეგირდი: "მე არ ვფიქრობ, რომ ლეო ნაკრებში ცუდად თამაშობს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "ბარსელონაში" სხვა დონეზე ასპარეზობს. ლიონელი ყოველთვის ბრწყინვალედ ირჯებოდა ნაკრებში და ეს მუნდიალზეც ასე იყო".

ლეო ამ მატჩისთვის ბრწყინვალე რეკლამა გახდა. იაპონელებმა მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 კვირით ადრე შეიძინეს.

წყარო: Barca.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.