ფერნანდესმა ანდრე გომეშს მხარი დაუჭირა
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა გულშემატკივრებს ანდრე გომეშის მიმართ პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა. როგორც იცით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის მატჩში, კატალონიური კლუბის ქომაგებმა პორტუგალიელს დაუსტვინეს.
"ვიმედოვნებ, რომ გომეშს საუკეთესო ფორმაში ვიხილავთ. ამ ფეხბურთელს განსაკუთრებული თვისებები აქვს. მას "ბარსელონაში" ადაპტაციის გასავლელად დრო სჭირდება. კატალონიურ კლუბს სხვებისგან განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს."-ამბობს ფერნანდესი.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, "ბარსა" პსჟ-სთან დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. გულშემატკივრების აზრით განცდილი კრახი, ნაწილობრივ ანდრეს ბრალია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]