"ნოუ კამპზე” ახალი საფარი დაიგო

"ნოუ კამპზე” ახალი საფარი დაიგო

რეკორდულად, სწრაფ დროში დაიგო ”ნოუ კამპზე” ახალი საფარი.

24 საათის განმავლობაში, საფრის 470 ნაწილი, რომელიც ბორდოდან ჩამოიტანეს დააგეს თითქმის 8.000 კვადრატულ მეტრზე. ამ საქმეში მონაწილეობა ”Royal Verd”-ის 13-მა მუშამ მიიღო. მათ 24 საათი იმუშავეს სმენებად. ესეთი სწრაფი მუშაობა ამინდის გამოც იყო გამოწვეული. უქმეებზე ბარსელონაში წვიმაა ნავარაუდევი, რაც ხელს უშლის ესოდენ რთული და ზუსტი სამუშაოების ჩატარებას.

ბალახი უკვე დაგებულია, თუმცა ამით სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. მუშებმა სტადიონზე მოასხეს სპეციალური სითხე, რომელიც სტადიონზე რაიმე მწერების გაჩენის ალბათობას მოსპობს. შემდეგი პროცესი იქნება სტადიონის გარეგნული ხედის გალამაზება. იმის გამო, რომ ბალახი ბორდოდანაა და აქ კლიმატი განხვავებულიო, გადაწყდა ფართე საფარი დაგებულიყო, რათა ყველანაირი უზუსტობა გამორიცხულიყო.

ეხლა სტადიონზე სპეციალური განათებაა დამონტაჟებული, რომელიც მწერებს და მავნებლებს გაანადურებს. ”არ დაგავიწყდეთ, რომ მინდვრის საფარიც ცოცხალი ორგანიზმია და შეიძლება რაიმე დაავადება დაემართოს” - განაცხადა ”Royal Verd”-ის თანამშრომელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.