ესპანელებისა და ქართველების წარმატება

ესპანელებისა და ქართველების წარმატება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა "ევრო 2012"–ის საკვალიფიკაციო მატჩები, სადაც მონაწილეობას ესპანეთის ეროვნული ნაკრებიც იღებდა. ესპანელებს შორის 5 "ბარსას" ფეხბურთელი იყო. ასევე გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 3 წლის შესვენების შემდეგ, როგორც იქნა გამარჯვების მოპოვება შეძლო...

დელ ბოსკეს მსოფლიო ჩემპიონებმა გუშინ, ლიტვის ეროვნული ნაკრები ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს. გუშნდელ მატჩში მონაწილეობას 5 "ბარსელონელი" იღებდა, მაგრამ გოლის გატანა ვერც ერთმა შეძლო. ესპანეთის მხრიდან თავი 2–ჯერ ლორენტემ, ხოლო ერთხელ დავიდ სილვამ გამოიჩინეს. ლიტველების მხრიდან კი გოლი, სერნასმა გაიტანა.

"ბარსელონელების" მხრიდან მონაწილეობა პუიოლმა, პიკემ, ბუსკეცმა, ინიესტამ და ვილიამ მიღეს.

ესპანელები შემდეგ მატჩს (12 ოქტომბერი), შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინაამღდეგ, შოტლანდიაში გამართავენ.

ასევე გუშინ გაიმართა მატჩი საქართველოსა და მალტას ეროვნულ ნაკრებებს შორის, სადაც ქართველებმა ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. გოლის გატანა, მსაჯის მიერ კონფენსირებულ დროს, დავით სირაძემ შეძლო და საქართველომ 3 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

საქართველო ჯგუფში ახლა პირველ ადგილზე, 5 ქულით იმყოფება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ისარელსა და ხორვატიას ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შემდეგ მატჩს საქართველო 12 ოქტომბერს, ლატვიაში გამართავს.

ესპანეთი 3:1 ლიტვა


[media=http://www.youtube.com/watch?v=ACZlxAGBkjQ]



საქართველო 1:0 მალტა


[media=http://www.youtube.com/watch?v=qBbaEJnLrDc]



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.