ვერმალენი: "რომაში" დარჩენა მინდა"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი, რომელიც "რომაში" არენდით თამაშობს, აცხადებს, რომ იტალიურ კლუბში დარჩენა უნდა.
"თავს კარგად ვგრძნობ და "რომაში" დარჩენა დიდი ხანი მინდა. მინდა დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ აქ თამაშს ზედიზედ რთული ტრავმების მკურნალობის შემდეგ. "რომაში" სტაბილური თამაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაში დამეხმარება".
ვერმანელს "რომასთან" საიჯარო ხელშეკრულება 2016/17 წლების სეზონის ბოლოს ეწურება, "ბარსელონასთან" კონტრაქტი კი - 2019 წლის ზაფხულში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]