მესიმ ენრიკეს ხელი არ ჩამოართვა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩში, "სპორტინგის" წინააღმდეგ, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრის 61-ე წუთზე ლიონელ მესიმ მოედანი დატოვა ისე, რომ ლუის ენრიკეს ხელი არ ჩამოართვა.
ტრადიციების თანახმად, ცვლილების შემდეგ ენრიკე არგენტინელს ჩატარებული მატჩისთვის მადლობას უხდის, ახლა კი ლიონელს ხელის ჩამორთმევის სურვილიც კი არ გასჩენია. მესი პირდაპირ სათადარიგოთა სკამისკენ გაეშურა.
როგორც იცით, მატჩის შემდეგ ენრიკემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს.
ჭორების მიხედვით, ლიონელ მესის ასტურიელი სპეციალისტის წასვლა სურდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]