გვარდიოლა: "როდესაც "ბარსელონაში" მივედი, ხალხის 95%-ს ჩემი იქ დანახვა არ სურდა"
"ბარსელონას" ყოფილმა და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა, თუ როგორ უმკლავდება კრიტიკას.
"რატომ დაწერეს ჩემზე წიგნები და გადაიღეს ფილმები? იმიტომ, რომ ჩვენ ვიმარჯვებდით. არის წიგნი, რომელსაც დამარცხებულებზე დაწერენ? მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს შესაძლებელია უფრო საინტერესო იყოს.
წიგნები და დოკუმენტური ფილმები იმიტომ იყო, რომ ჩვენ ვიმარჯვებდით, ისეთ დიდ გუნდებთან, როგორებიც "ბარსელონა" და "ბაიერნია".
პრემიერ-ლიგაში ბევრი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. მაგრამ მე ყოველთვის შემიძლია გამარჯვება. როგორ გავუმკლავდეთ კრიტიკას? არ იკითხოთ და არ იფიქროთ ბევრი ამაზე. სხვაგვარად, ღამით დაძინება არ შემიძლია.
როდესაც "ბარსელონაში" მივედი, ხალხის 95%-ს ჩემი იქ დანახვა არ სურდა. ახლა ისინი კარგად მეპყრობიან, მაგრამ ეს მხოლოდ გამარჯვებების გამო." - განაცხადა გვარდიოლამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]