უმტიტიმ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში, კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა ახალწვეულმა, სამუელ უმტიტიმ მეტოქის კარი აიღო.
ახალგაზრდა მცველმა ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ, "ბლაუგრანას" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
საგოლე გადაცემა უმტიტის მისამართით, ვიცე-კაპიტანმა ლიონელ მესიმ გააკეთა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში. მომდევნო მატჩს ენრიკეს კოლექტივი 8 მარტს, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გამართავს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=lWqP6UOjONk]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]