მესი - 40 გოლი 40 შეხვედრაში, არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ შემადგენლობაში
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი საოცარი შედეგების დემონსტრირებას განაგრძობს.
ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, "სელტასთან" მატჩში მესიმ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, 29 წლის თავდამსხმელის აქტივში მიმდინარე სეზონში უკვე 40 გატანილი გოლია, რაშიც მას ამდენივე მატჩის ჩატარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ლეომ 38 გოლი "ბარსელონას" შემადგენლობაში გაიტანა, ორიც არგენტინის ნაკრების მაისურით. მიმდინარე სეზონში მესი 15 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]