ჩავი: "ვერატი ჩემს თავს მაგონებს, მის "ბარსელონაში" ხილვას ვისურვებდი"
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში პსჟ-ს ნახევარმცველის, მარკო ვერატის ხილვა სურს.
"ჩემი აზრით, ვერატი "ბარსელონასთვის" იდეალური შენაძენი იქნებოდა.
მარკო ცოტათი ჩემს თავს მაგონებს. ის ბურთის ძიებაში ყოველთვის უკან რჩება, შემდეგ წინ მიემართება და თამაშს ხელმძღვანელობს.
ვერატი დაბალი სიმაღლისაა, როგორც მე და არასდროს კარგავს ბურთს. მას წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს.
ამ ფეხბურთელის "ბარსელონაში" ხილვას ვისურვებდი." - განაცხადა ჩავიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]