პატრიკ კლუივერტი: „ვერატი ამ წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ არსად წავა“
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, პატრიკ კლუივერტმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს ნახევარმცველ, მარკო ვერატისთან განშორებას. იტყობინება, Le10Sport.
24 წლის იტალიელის მოქმედი კონტრაქტი 2021 წელს იწურება. ვერატის შეძენა აქამდე ისეთ გუნდებს სურდა, როგორიცაა: "ბარსელონა", "ჩელსი", "იუვენტუსი" და "რეალი".
"ვერატი - ჩვენი ნახევარდაცვის ნამდვილი ფუძეა, ის ჩვენთან დარჩება. მიმდინარე წელს ფეხბურთელი არსად წავა." - განაცხადა, კლუივერტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]