"კამპ ნოუზე" განადგურებამ პსჟ-ს გეგმები შეუცვალა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონასთან" წაგებულმა შეხვედრამ (1:6), "პარი სენ ჟერმენს", არა მხოლოდ საფეხბურთო გეგმები შეუცვალა.
L'Equipe-ს ცნობით, ფრანგული კლუბის წარმომადგენლები, კატალონიაში გამართული შეხვედრის წინ, გუნდის ვარჯიშებს, აეროპორტამდე მგზავრობას, პირადი თვითმფრინავით ფრენას, ბარსელონაში ჩასვლას და ყველა დანარჩენ ნაბიჯს იღებდნენ. ამის მიზეზი დოკუმენტური ფილმისთვის მასალის შეგროვება იყო. თუმცა, ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-მ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაიფიქრა. მიზეზის მიხვედრა რთული არაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]