უმტიტი vs გომეში
"ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის მიერ კატალონიურ კლუბში ნაჩვენები შედეგები ყველას კარგად მოეხსენება. 23 წლის ფეხბურთელმა, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 16 შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა ყველა მათგანი მოიგო.
უმტიტი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს 2-ჯერ ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რაც კატალონიელებმა, ასევე გასულ ზაფხულში, ანდრე გომეშში გადაიხადეს. უმტიტისგან განსხვავებით, პორტუგალიელს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს - მიმდინარე სეზონში, "ბარსამ" 14 შეხვედრაში ვერ მოახერხა მოგება და აქედან გომეშმა მონაწილეობა 13-ში მიიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]