ალვესს 1/4 ფინალში "ბარსელონასთან" დაპირისპირება არ სურს
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა, დანი ალვესმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე "ბარსელონასთან" დაპირისპირება არ სურს.
იტალიურმა გუნდმა ახლახანს დაამარცხა "პორტო" ანგარიშით, 1:0 (ორი მატჩის ჯამში - 3:0) და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
"1/4 ფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრა არ მსურს. საუკეთესოებს ფინალში უნდა დავუპირისპირდეთ."-ამბობს ალვესი beINSPORTS-ის პირდაპირ ეთერში.
"ბარსელონამ" 1/8 ფინალში პსჟ დაამარცხა (0:4, 6:1).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]