"ბარსა ბ" 3:1 "ტენერიფე" – მიმოხილვა

"ბარსა ბ" 3:1 "ტენერიფე" – მიმოხილვა

გუშინ, "სეგუნდა დივიზიონის" მატჩები გაიმართა, სადაც მონაწილეობას "ბარსა ატლეტიკიც" იღებდა. პატარა კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე "ტენერიფე" მიიღეს და მათი დამარცხება ანგარიშით, 3:1 შეძლეს...

შვიდი ჩატარებული მატჩიდან ლუის ენრიკეს შეგირდებმა ხუთჯერ გამარჯვება, ხოლო ორჯერ დამარცხება შეძლეს. გუშინ, მათ მატჩს ოთხი ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო და ნამდვილად კარგი სანახაობის მომსწრენნიც გახდნენ. კატალონიელები "ტენერიფეს" წინაშე ძალიან კარგად წარსდგნენ და საკუთარი სათამაშოს სტილის წყალობით გამარჯვების მოპოვებაც შეძლეს.

მეცხრე წუთი იყო, როდესაც ჯონათან სორიანომ გოლის გატანა შეძლო. ეს კი იმან განაპირობა, რომ მარტინ მონტოიამ შეძლო და "ტენერიფეს" შეტევა ჩაშალა. მან ბურთი ნოლიტოს გადააწოდა, რომელმაც სორიანოს შესანიშნავი პასი გაუკეთა. მას კი გოლის გატანა არ გაჭირვებია. ანგარიში გაიხსნა!

ამის შემდეგ, ანგარიშის ორამდე გაზრდის შანსი სერხი რობერტოს ჰქონდა, მაგრამ "ტენერიფეს" მეკარემ, სერხიო არაგონესმა ბურთის აღება შეძლო. ახლა ჯერი კუნძულელებზე იყო. მათ უკვე დასაკარგი აღარაფერი ქონდათ და შეტევების წამოწყება დაიწყეს. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეძლეს, მაგრამ გოლის გატანა ვერავინ შეძლო.

ლუის ენრიკეს შეგირდებმა თამაშის ტემპის გაზრდა გადაწყვიტეს. ისინი დაცვაშიც და თავდასხმაშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. 39–ე წუთი იყო, როდესაც კრისტიან ტელომ, რომელსაც გუშინ დებიუტი ჰქონდა, აუტის ხაზიდან ბურთი ნოლიტოს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ გოლის გატანისთვის ყველაფერი იღონა... ანგარიში 2–მდე გაიზარდა!

მეორე გოლი გავიდა, მაგრამ კუნძულელები დანებებას არ აპირებდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა. მიკელ ალონსომ ანგარიშის შემცირება შეძლო. ოლაზაბალისთვის ეს ბურთი ნამდვილად აუღებელი იყო. ასე, რომ მისი ამ გოლში დადანაშაულება ნამდვილად უსამართლობა იქნება.

62–ე წუთზე, ტელიოს ნაცვლად მოედანზე ვიქტორ ვასკესი შემოვიდა და მალევე "ბარსა ატლეტიკმა" გოლის გატანც შეძლო. 68–ე წუთზე გოლი კარმონამ გაიტანა, რომელმაც პასი, მარცხენა ფლანგიდან, აბრაამისგან მიიღო.

კუნძულელები მაინც არ ნებდებოდნენ, რის გამოც ოლაზაბალს თამაშში ჩართვაც უხდებოდა. ბოლო წუთები ბარსელონელებმა 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარეს, რადგანაც აბრაამმა ტრავმის მიღება მოახერხა.

ახლა, "ბარსა ატლეტიკი" 15 ქულით, ისევ მეოთხე ადგილზე იმყოფება. პატარა კატალონიელებს საშინაო მატჩებში საუკეთესო შედეგი აქვთ ნაჩვენები. მათ 4 თამაშიდან 4–ივეში გამარჯვების მოპოვება შეძლეს, ხოლო გოლების მხრივ, 8 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

ვიდეო


[media=http://www.youtube.com/watch?v=kMJxHk5nqMs]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.