ნეიმარმა მარკინიოსს ბოდიში მოუხადა და სხვა თანამემამულეებს მხარი დაუჭირა

ნეიმარმა მარკინიოსს ბოდიში მოუხადა და სხვა თანამემამულეებს მხარი დაუჭირა

"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარ და სილვა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ფეხბურთელების განცდების მიმართ გულგრილი არ დარჩენილა. როგორც იცით, პირველი შეხვედრა ფრანგული გუნდის გამარჯვებით, 4:0 დარულდა.

UOL-ის ინფორმაციით, მეორე მატჩში გადატანილი შოკის შემდეგ, ნეიმარი პსჟ-ს ბრაზილიელ მოთამაშეებს შეტყობინებებს უგზავნის და მათ ფსიქოლოგიურად აძლიერებს. ამასთანავე, ფორვარდმა მარკინიოსს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ შეხვედრის მსვლელობის დროს (როცა ანგარიში 3:1 იყო) წააქცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეიმარი მარკინიოსსა და ტიაგო სილვას ესაუბრა, რომლებიც ბრაზილიის ნაკრებში არიან გამოძახებულები მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩების გამო. "ბარსელონას" ერთ-ერთ ლიდერს აწუხებს ის, რომ დამარცხებული ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა, ეროვნულ გუნდზე აისახოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 15 მარტი 2017 22:05
    0
    რა სულგრძელობაა
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #2 15 მარტი 2017 21:12
    0
    Mgeli xar nemo
    J.M. goal vs R.M 1:0
    სტუმარი [?]
    #1 15 მარტი 2017 21:04
    0
    jigari xaar nemoo