"ბარსელონა" "ფლამენგოს" 16 წლის ფეხბურთელს აკვირდება
"ბარსელონა" "ფლამენგოს" ახალგაზრდა ფეხბურთელით, ვინისიუს უმცროსით ინტერესდება.
კატალონიელები 16 წლის თავდამსხმელს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან და მისი გაფორმება სურთ. ვინისიუსი უკვე ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობს და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე მან 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.
"ფლამენგოსთან" ფეხბურთელის კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]