მასკერანო ჩინურ კლუბთა სამიზნე გახდა
Don Balon იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" მცველი, ხავიერ მასკერანო ჩინური კლუბების ინტერესთა სფეროში მოხვდა. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის მოთამაშე აზიური კლუბების სამიზნე იქნება და სავარაუდოდ მას, ფინანსურად მომგებიან კონტრაქტს შესთავაზებენ.
თავად მოთამაშეს კარიერის ჩინეთში გაგრძელება ნაკლებად რეალურად მიაჩნია. ამჟამად, მასკერანოს მიზანია არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და მუნდიალზე მოხვედრა.
ხავიერი მიიჩნევს, რომ აზიაში თამაშით ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]