"ბარსელონა" ვიტოლოს აკვირდება
Marca იტყობინება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა "სევილიას" ნახევარმცველით, ვიტოლოთი დაინტერესდა.
კატალონიელები მოიხიბლნენ ამ ფეხბურთელის მრავალფუნქციურობით და კლუბი მიიჩნევს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ორივე ფლანგზე.
"ბარსელონა" საკმაოდ დიდი ხანია აკვირდება ვიტოლოს, რომლის კონტრაქტი ანდალუსიელებთან 2020 წელს იწურება. რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, ის 40 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ "სევილია" ფეხბურთელს 30 მილიონის სანაცვლოდაც შეელიოს.
ვიტოლომ ლა ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]