დიბალას "იუვენტუსთან" კონტრაქტში ახალი პუნქტის შეტანა სურს

დიბალას "იუვენტუსთან" კონტრაქტში ახალი პუნქტის შეტანა სურს

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

თუმცა, არგენტინელი ფორვარდი "ბებერ ქალბატონს" ერთ პირობას უყენებს: ახალ კონტრაქტში უნდა იყოს პუნქტი იმაზე, რომ მას ჰქონდეს უფლება გამოსასყიდი თანხის სანაცვლოდ დატოვოს იტალიური გრანდი, თუ მის შეძენას "ბარსელონა" მოისურვებს, იტყობინება Mundo Deportivo.

ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი დიბალას მომსახურებით დაინტერესებულია. ესპანურ გრანდში თვლიან, რომ არგენტინელი სრულფასოვნად გააძლიერებს შეტევის ხაზს.

დიბალას ამჟამინდელი კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #5 29 მარტი 2017 23:32
    0
    მოუხდება ისე ბარსას!!!
    levani leo
    სტუმარი [?]
    #4 24 მარტი 2017 18:58
    0
    ეს რო მოვიყვანოთ ზამენაზე არ დაჯდება და ამის მაგივრად ვის აგდებ ძირითადიდან
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #3 24 მარტი 2017 18:08
    0
    150 მილიონს ჩაუწერენ გამოსასყიდში და მერე თქვენც კი იცით ესენი მაგდენს არ გადაიხდიან
    Just Fun
    სტუმარი [?]
    #2 24 მარტი 2017 14:46
    0
    ეს მოვიყვანოთ რაა
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #1 24 მარტი 2017 14:45
    0
    ramdenia amis gamosasyidi