გრემ პოლი: "მესის დისკვალიფიკაცია ფეხბურთის წესების დარღვევაა"
წარსულში ცნობილი ინგლისელი არბიტრი გრემ პოლი FIFA-ს მიერ ლიონელ მესისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიცემას ფეხბურთის წესების დარღვევად აფასებს.
"როდესაც ფეხბურთელი არბიტრს შეურაცხყოფას აყენებს, მან წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია უნდა მიიღოს. გამიკვირდა, როდესაც მესის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მესი ნამდვილად გაღიზიანებული იყო და იმის მიუხედავად, რომ მან პროტესტი აშკარად გამოხატა, მსაჯისგან არ დასჯილა.
FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ვიდეომასალა განიხილა და გადაწყვიტა მესისთვის დისკვალიფიკაცია მიეცა. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთის წესების დარღვევაა." - განაცხადა გრემ პოლმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]