"ბარსელონა" მაისში მესისთან მოლაპარაკებებს განაახლებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა კვლავ იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი გუნდში დარჩება, რომლის კონტრაქტიც 2018 წლის ზაფხულში იწურება. Marca იტყობინება, რომ მაისში კატალონიელები ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლებას აპირებენ.
გასული წლის დეკემბერში, "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი მესტრემ განაცხადა, რომ 29 წლის არგენტინელთან შეთანხმება წლის პირველ კვარტალში უნდა იქნას მიღწეული, მაგრამ მაისამდე ცნობილი არაფერი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები გაიწელა, კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
"ბარსელონა" მზადაა ლიონელ მესის ხელფასის სახით წელიწადში 35 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]