ფაბრეგასი: "მესით აღფრთოვანებული ვარ"
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ფრანსესკ ფაბრეგასი იმ თვისებებზე საუბრობს, რომლებიც მას კატალონიელთა არგენტინელ ლიდერში, ლიონელ მესიში მოსწონს.
"მესით აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რასაც მან მიაღწია. იმის გამო, თუ რას წარმოადგენს ლეო მსოფლიოს ნებისმიერი ბავშვისთვის და პრაქტიკულად ყველა ზრდასრული ადამიანისთვის. დიდებული ფეხბურთელობის მიუხედავად, მესი მუდამ თავმდაბალ ადამიანად რჩება.
ლეო ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. მას ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს გარშემომყოფების, მეუღლისა და ბავშვების მიმართ. ეს ადვილი არაა. ზოგჯერ, შესაძლოა, რეალობის შეგრძნება დაკარგო, როდესაც ასე გაღმერთებენ, როდესაც ამდენი ტიტული მოიგe და როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ.
ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ და ლეოს ჩემ მეგობრად მივიჩნევ. ძალიან კარგია, რომ ასეთი ადამიანი ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს." - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]