პიკეს მომავალი "ბარსელონაში" კითხვის ნიშნის ქვეშაა
ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჟერარ პიკეს მუდმივი სკანდალებით დაიღალა, ამიტომ, გამოცდილი მცველის მომავალი კატალონიურ კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ახლო წარსულში მან კვლავ შეგვახსენა თავი ხმაურიანი განცხადებით მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით.
პიკემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბი" ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში არაკეთილსინდისიერი და უსამართლო ქმედებებით გამოირჩევა.
"რეალის" ხელმძღვანელობა სასამართლოში პიკეს წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ვარიანტს განიხილავდა. "ბარსელონას" წარმომადგენლება ჟერარს საჯაროდ მხარი დაუჭირეს, მაგრამ რეალურად კლუბი მისი აღზრდილი ფეხბურთელის განცხადებებით უკმაყოფილოა.
"ბარსელონა" ჯერ-ჯერობით სერიოზულად არ ფიქრობს პიკეს გაყიდვაზე, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუ ესპანელი მცველი სკანდალების პროვოცირებას გააგრძელებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]