პიკემ ლუის ენრიკე დაიცვა
"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ "იუვენტუსთან" გამართული მატჩის შემდეგ, გუნდის მთავრი მწვრთნელი დაიცვა. როგორც იცით, ტურინში კატალონიური კლუბი 0:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ფეხბურთელები მედიისა და თავად ლუის ენრიკეს მხრიდან, კრიტიკას დაექვემდებარნენ.
"მინდა შეგახსენოთ, რომ ლუის ენრიკეს მოსვლამდე "ბარსელონას" პრობლემები ჰქონდა. მესმის, რომ ფეხბურთში არ არსებობს მეხსიერება, მაგრამ, ვფიქრობ მაინც უნდა გვახსოვდეს ამ სპეციალისტის მიერ გაწეული სამუშაო. ჩვენ ბოლომდე მის გვერდით ვიქნებით."-განაცხადა პიკემ.
მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ "ბარსელონა" ჩაიბარა, გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
განმეორებითი შეხვედრა "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის 19 აპრილს შედგება, "კამპ ნოუზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]