ნეიმარს ფსიქოლოგისთვის არ მიუმართავს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკემ უარყოფს, რომ ნეიმარ და სილვამ "მალაგასთან" მატჩის შემდეგ (0:2) ფსიქოლოგის მომსახურებით ისარგებლა.
ახლო წარსულში, ბრაზილიურმა პორტალმა Barcelonista-მ დაწერა, რომ 25 წლის თავდამსხმელმა ჟონათან ვალდესს მიმართა, მაგრამ ასტურიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ენრიკეს თქმით, ვალდესი პირადად მასთან მუშაობს.
როგორც იცით, "მალაგასთან" მატჩში ნეიმარი მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც მან არბიტრს სარკასტულად ტაში დაუკრა. ბრაზილიელი ჩადენილი საქციელის გამო 3 მატჩს გამოტოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]