ენრიკე: "ეს ნორმალურია, როდესაც გულშემატკივრები აღელვებულები არიან"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, "იუვენტუსთან" 0:3 დამარცხების შემდეგ კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს სრული უფლება აქვთ, რომ გაბრაზებულები იყვნენ.
"ცხადია, რომ გუნდის შედეგების გამო ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ვბრაზდები, როცა სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ. მაქსიმალური პასუხისმგებლობა ყოველთვის მთავარ მწვრთნელს აწევს. ეს ნორმალურია, როდესაც გულშემატკივრები აღელვებულები არიან, რადგან გუნდმა ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს." - განაცხადა ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]