"ბარსელონას" გრიზმანის გაფორმება სურს
"ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანისთვის ბრძოლაში ჩაერთო, იტყობინება Don Balon.
როგორც იცით, ლიონელ მესიმ პოზიციის შეცვლის სურვილი გამოთქვა, რის გამოც, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მაღალი დონის ფორვარდის გაფორმებას შეეცდებიან.
ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ "ატლეტიკოს" წამყვანი მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]