ლამპარდი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა"
"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდმა კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.
"საუბარია ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე. არჩევანს მესის სასარგებლოდ გავაკეთებ, რომელმაც ფორმის პიკში დაუჯერებელი ინდივიდუალური შესაძლებლობები წარმოაჩინა.
თუ ლიონელი მოწოდების სიმაღლეზეა მას ვერავინ შეედრება. ვფიქრობ, არგენტინელი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა."-ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Sportskeeda.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლიონელ მესიმ 29 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის "ოქროს ბუცის" რეიტინგის ლიდერია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]