ინიესტა: "ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ"
"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ "რეალთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მესის ჭეშმარიტი სიდიადე მდგომარეობს იმაში, რომ არგენტინელი მრავალი წლის მანძილზე საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. "ბარსელონასთვის" დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც ლიონელია.
ანგარიში 3:1 უნდა გაგვეხადა, მაგრამ მომენტები "რეალსაც" ჰქონდა. კარგად ვითამაშეთ, რაც "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ (0:3, 0:0) ნამდვილად რთული აღმოჩნდა.
გამარჯვება გვჭირდებოდა. მორიგი შეტევა განვახორციელეთ, გოლი უნდა გაგვეტანა, როცა შესაძლებლობა გვქონდა. დამატებით დროში მოგება კიდევ უფრო მოტივირებულს გვხდის. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით ტიტულისთვის, "რეალმა" კი მარცხს თავი უნდა აარიდოს."-ამბობს ინიესტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]