რონალდინიომ, აბიდალმა, აგუერომ და სხვებმა მესის საიუბილეო გოლი მიულოცეს

რონალდინიომ, აბიდალმა, აგუერომ და სხვებმა მესის საიუბილეო გოლი მიულოცეს

"ბარსელონამ" Youtube-ს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ლიონელ მესის მეგობრები არგენტინელს კატალონიური კლუბის მაისურით გატანილ საიუბილეო მე-500 გოლს ულოცავენ.

"ლეო, ძმაო, გიგზავნი შეტყობინებას, რათა საიუბილეო მე-500 გოლი მოგილოცო. მე მათგან პირველის გატანაში დაგეხმარე. მოხარული ვარ და სიყვარულით გილოცავ." - რონალდინიო.

"მეგობარო, ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც შენთვის აქამდე არ მითქვამს. შენი წარმატებებით მოხარული ვარ და მინდოდა ბოლო მიღწევა მომელოცა - 500 ოფიციალური გოლი "ბარსელონას" მაისურით. მინდა, რომ კიდევ 500 გაიტანო. შენ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ. კიდევ ერთხელ გილოცავ." - ხოსე მანუელ პინტო.

"ლეო მინდოდა მე-500 გოლი მომელოცა. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ გაიტან. რეკორდების დამხობა გააგრძელე." - სერხიო აგუერო.

"500 გოლი "ბარსელონას" მაისურით უნიკალური მიღწევაა. მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეძლო ამის გაკეთება და ეს შენ ხარ. გაუმარჯოს "ბარსელონასა" და კატალონიას." - ერიკ აბიდალი.

"გილოცავ ლეო მე-500 გოლს. მსგავსი შედეგის დაფიქსირებისთვის უკეთესი ადგილი არ არსებობს. არასდროს წახვიდე და ამ მომენტით დატკბი."-კარლეს პუიოლი.

"ლეო ჩემი და გუნდის სახელით გილოცავ. შენთან ერთად ამ სიხარულის გაზიარება დიდი სიამოვნებაა და ვიმედოვნებ, რომ წინ კიდევ უამრავი ასეთი მომენტი გვექნება. წინსვლის გაგრძელება შეგვიძლია."-ანდრეს ინიესტა.

ამასთანავე, არგენტინელს მისალოცი შეტყობინება გაუგზავნეს სილვინიომ და გაბრიელ მილიტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    becool
    სტუმარი [?]
    #12 25 აპრილი 2017 10:57
    0
    დიდი ხანია მესის გადამწყვეტ თამაშებში ბევრი არაფერი გაუკეთებია და ახლა რეალთან რომ გააკეთა თავისი საქმე,მაგრად გამიხარდა
    BCN_CHAMPION
    სტუმარი [?]
    #11 25 აპრილი 2017 09:22
    0
    მესიამოვნა, ძალიან კარგი ჟესტია
    ronaldinho2006
    სტუმარი [?]
    #10 25 აპრილი 2017 09:04
    0
    ციტატა: levanoza
    პინტოს მილოცვა მესიამოვნა ყველაზე მეტად, ერთხელ მაგ კაცმა, აღარ მახსოვს რომელ თამაშში, მესიზე მეტი ირბინა!!!!

    :D ატლეტიკოსთან ლიგაზე 2014ში მეორე თამაშში უფრო ))
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #9 25 აპრილი 2017 02:16
    0
    საოცრება ხარ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 აპრილი 2017 23:10
    0
    პინტოს მილოცვა მესიამოვნა ყველაზე მეტად, ერთხელ მაგ კაცმა, აღარ მახსოვს რომელ თამაშში, მესიზე მეტი ირბინა!!!!
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #7 24 აპრილი 2017 22:09
    0
    აუ მაგარია რა, რა მაგრა ულოცავენ მესის!!! heart_eyes kissing_heartმაგარი ვიდეოა!!! heart_eyes kissing_heart
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #6 24 აპრილი 2017 21:53
    0
    რამაგარი ვიდეოაა:)) heart_eyes
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #5 24 აპრილი 2017 21:36
    0
    ციტატა: j—O—T—O—• 0—0—7
    იმედია ერთ 150 კიდევ შეაგდებ ლეო შე მაგარო

    150? მეტი არა? მაგას მარტო ორ ნახევრ სეზონში გაიტანს 2025 წელს ექნება მაგარი შედეგი
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #4 24 აპრილი 2017 21:36
    0
    ამიტომ გვიყვარს ბარსა !
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #3 24 აპრილი 2017 21:33
    0
    Ra xalxi marto Ami's gamo uyvart fexburti
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აპრილი 2017 21:27
    0
    ლეგენდები სუყველააა
    გოგონაძე)))
    სტუმარი [?]
    #1 24 აპრილი 2017 21:23
    0
    ნეტა მართლა ეჭვი თუ ეპარება ვინმეს მესიში? :დდდ პატარა ცხოველიაა მეფე:დდდ<3