ალბა: "ბარსელონაში" იმდენს არ ვთამაშობ, რამდენიც მინდა"
"ბარსელონას" მარცხენა მცველი, ხორდი ალბა თავის სათამაშო პრაქტიკაზე საუბრობს, რომელსაც ის კატალონიურ კლუბში იღებს. ამ სეზონში, 28 წლის ესპანელი 3 მცველიანი ტაქტიკის გამო ხშირად ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
"რა თქმა უნდა, რამდენადაც ბევრს ვთამაშობ, მით უკეთესია. ყოველთვის ჩემი ოცნება იყო "ბარსელონაში" რაც შეიძლება დიდი ხანი მეთამაშა. ფეხბურთელს მუდმივად თამაში სურს, მაგრამ მე არ ვთამაშობ იმდენს, რამდენიც მინდა.
ზოგჯერ ასეთი სიტუაცია ხდება. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჩემთვის უჩვეულო იყო და ამაზე გუნდის ცვლილება აისახა. მომწონს თუ არა ეს, საჭიროა რომ მივიღო." - ციტირებს ალბას Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]