"ბარსელონა" ლორან ბლანს დაუკავშირდა
"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, შესაძლოა, "ბარსელონა" ჩაიბაროს.
კატალონიური კლუბი 51 წლის ფრანგ სპეციალისტს დაუკავშირდა, რათა გაეგო, დაინტერესებულია თუ არა ის ამ სამუშაოთი, იტყობინება Sport.es.
პსჟ-დან განთავისუფლებისა და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ბლანი მუშაობას საფრანგეთის საზღვრებს გარეთ აპირებს.
1996/97 სეზონში ბლანი "ბარსელონაში" თამაშობდა და კლუბთან ერთად სამი ტიტული მოიპოვა - ესპანეთის სუპერთასი და თასი და ასევე თასების მფლობელთა თასი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]