ტეო ერნანდესი გადაწყვეტილებას თასის ფინალის შემდეგ მიიღებს
"ალავესის" მცველი, ტეო ერნანდესი თავის მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გააკეთებს, სადაც მისი გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდება, იტყობინება AS.
ერნანდესის სატრანსფერო უფლებები მადრიდის "ატლეტიკოს" ეკუთვნის, "ალავესში" კი ის არენდის წესებით თამაშობს. დედაქალაქურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ მისი დაბრუნება სურს, თუმცა ფეხბურთელით "რეალი" და "ბარსელონაა" დაინტერესებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერნანდესმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონ ევროს შეადგენს, "სამეფო კლუბთან" ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.
"კოპა დელ რეის" ფინალი 27 მაისს შედგება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]