4 სეზონის შემდეგ პირველად, ერთ-ერთ ევროტურნირს არაესპანური გუნდი მოიგებს
მიმდინარე სეზონში ევროტურნირების ფინალში მხოლოდ ერთი ესპანური გუნდი - მადრიდის "რეალი" ითამაშებს, რომელიც ჩ. ლიგაზე ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
ზემოთხსენებული წყვილის გამარჯვებული ევროპის სუპერთასზე - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "აიაქსის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში შეხვდებიან.
უკანასკნელი 4 სეზონის მანძილზე ევროტურნირებზე ესპანური გუნდები დომინირებდნენ, მადრიდის "რეალი" (2014,2016) და "ბარსელონა" (2015) ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ, ევროპა ლიგაზე კი "სევილია" (2014, 2015, 2016).
უკანასკენლი არაესპანური გუნდი, რომელმაც ევროტურნირი მოიგო - მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ, გერმანელებმა 2013 წელს ევროპის სუპერთასი მოიგეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]