"ლას პალმასთან" მატჩისთვის განაცხადი ცნობილია
"ლას პალმასთან" მატჩამდე დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ ლუის ენრიკემ ის 19 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კანარის კუნძულებზე გაემგზავრებიან.
ასტურიელმა სპეციალისტმა "ბარსა ბ"-დან კარლეს ალენიასა და მარლონს უხმო. მატჩს ხერარდ პიკე, ალეიშ ვიდალი, მატიე და რაფინია ტრავმის გამო გამოტოვებენ და ასევე სერხი რობერტო, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.
ლუკა დინმა ფეხის კუნთების ტრავმის მოშუშების შემდეგ სამედიცინო პერსონალისგან თამაშის ნებართვა აიღო და გუნდს შეუერთდება.
სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, მასიპი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა თურანი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, გომეში, უმტიტი, ალენია, მარლონი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 36 ]