ინიესტა მე-3 შვილის მამა გახდა
"ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა მე-3 შვილის მამა გახდა. ანდრესმა და მისმა მეუღლემ, ანა ორტისმა, ახალდაბადებულ გოგონას სიენა დაარქვეს.
"მოგესალმებით, სიენა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. დაუვიწყარი დღე." - წერს ინიესტა Twitter-ზე.
ინიესტა და ანა ორტისი 2012 წელს დაქორწინდნენ. მათ 3 შვილი ჰყავთ - 6 წლის ვალერია, წლინახევრის პაოლო ანდრეა და ახალდაბადებული სიენა.
როგორც ჩანს, "ბარსელონაში" იტალიური ქალაქების სახელების შვილებისთვის დარქმევა პოპულარულია. სიენამდე, ჟერარ პიკემ თავის შვილს მილანი დაარქვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]