მესი 5 პოზიციის გაძლიერებას ითხოვს
"ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესი კლუბის ხელმძღვანელობისგან 5 პოზიციის გაძლიერებას ითხოვს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდი გასული ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის ჩავარდნით უკმაყოფილოა, რის გამოც მას სამომავლოდ, შემადგენლობის გაძლიერება სურს.
ცენტრალური და განაპირა მცველების გარდა, არგენტინელს "ბარსელონაში" საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველების ხილვა სურს. ამასთანავე, მესი გუნდის შემტევი ტრიოს ღირსეული რეზერვისტის გაფორმებას მოითხოვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]