ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსას", შესაძლოა, "ჩელსი", "ბაიერნი" ან "იუვენტუსი" შეხვდეს
2017/18 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე კალათებში გადანაწილება ახალი წესით მოხდება და იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონამ" ვერც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ლიგიდანაც უკვე გამოვარდა, კატალონიური გუნდი მე-2 კალათში მოხვდება, რასაც "ბარსა" მიჩვეული არაა.
პირველ კალათას თავიანთი ქვეყნის ჩემპიონი შემდეგ გუნდები დააკომპლექტებენ: "რეალი", "ბაიერნი", "ჩელსი", "იუვენტუსი", "ბენფიკა", "მონაკო", "სპარტაკი" და "შახტარი.
მე-2 კალათში, "ბარსელონას" გარდა მოხვდნენ "ატლეტიკო", პსჟ, "დორტმუნდი", "მანჩესტერ სიტი" და "პორტუ". ამავე კალათში მოხვდება "სევილია", თუ ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწევს. კალათის კიდევ ერთ წევრის ვინაობა ცნობილი ჯერ არაა.
მე-3 კალათში მოხვდებიან "ტოტენჰემი", "ბაზელი", კიევის "დინამო", "აიაქსი", "ოლიმპიაკოსი", "ანდერლეხტი" და "ლივერპული". კიდევ ერთი გუნდის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. "დინამოს", "აიაქსს", "ოლიმპიაკოსსა" და "ლივერპულს" კი, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.
მე-4 კალათს "სელტიკი", "ზალცბურგი", "კოპენჰაგენი", "ფეიენორდი" და "ლაიპციგი" დააკომპლექტებენ. ბოლო ორის გარდა, სხვა გუნდებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ, კალათის კიდევ 3 მონაწილე კი მოგვიანებით გამოვლინდება.
ამრიგად, ესპანეთის ჩემპიონობის დათმობის გამო, "ბარსელონა", შესაძლოა, "ბაიერნს", "ჩელსის" ან "იუვენტუსს" ლიგის ჯგუფურ ეტაპზევე დაუპირისპირდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]